пятница, 11 февраля 2011 г.

დავით ალექსიძე და “ყვითელი პრესა”


 აკადემიის გალერეა შარდენზე 9-18 ივნისი

სამხატვრო აკადემიის გალერეამ შარდენზე 9-18 ივნისს წარმოადგინა გამოფენა სახელწოდებით “ყვითელი პრესა” . თუმცა სახელწოდება პრესასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა, ალბათ ყველაფერი ყვითელმა ფერმა და აბსურდულობამ განაპირობა.
“არაფერი შემთხვევით არ არის, თუმცა არც მიზანმიმართული. უბრალოდ ყველაფერი კარგად მისადაგებული და ლოგიკურად გამომდინარებულია წინა ნამუშევრებიდან” განაცხადა ნამუშევრების ავტორმა დავით ალექსიძემ. ყვითელი ფერის უპირატესობა კი იმან განაპირობა რომ “მას ტექნიკური საშუალებები და გარკვეული გრადაციის შესაძლებლობები ჰქონდა”

ყურადღების ამგვარი გამახვილება ყვითელ ფერზე, ნახატების ხასიათმა გამოიწვია; წარმოდგენილი ათიოდე ( ან ცოტა მეტი) დიდი ზომის ნამუშევრიდან თითქმის ყველა თვალშისაცემად ყვითელ ფონზე იყო გამოსახული, მეტიც, თითქოს ფონი იყო მთავარი ხოლო ფონზე კონტურით გამოყვანილი ფორმა ფონიდან ამოსული მაინც ვერ ელეოდა მას. მინიმალისტური ხერხებით გადმოცემულ , ნაივურ და აბსურდულ (ამგვარად დაახასიათა თავად ავტორმა თავისი ნამუშევრები) ნახატებს, რომლებსაც ექსპერიმენტული ხასიათი ჰქონდა საოცრად გულუბრყვილო და მომხიბვლელ (თითქოს საბავშვო წიგნიდან გადმოსულ) სამყაროში შევყავართ. რასაც სათაურებიც უბამს მხარს: “ზოლიანი წიწაკების გამყიდველი”, “ოქროს თევზი სინჯი #585”, “შეყვარებული ბურატინო”, “სუპერმენი პენსიაზე” და სხვა.
კონტურული აბრისი ძირითადი ფორმის გარშემო (რომელსაც ყვითელ ფონზე ყვითელი სხეული ქმნიდა) შავი და საოცრად რბილი,სხეულის მოცულობის გადმოცემის ერთადერთი ხერხია აქ. განსაკუთრებული გამომსახველობით კი თვალები გამორჩევა, რომელიც თითქოს სათაურებს ეხმიანება და ერთი შეხედვით ბავშური გულუბრყვილობის მიღმა დაშრევებულ სიღრმეს ანახებდა. “ბავშვის გამტაცებლის” თვალები ძალიან განსხვავდება “პენსიაზე გასული სუპერმენის” , “წიწაკების გამყიდველის” სამიზნიან-ცელიანი “ მიქელ გაბრიელის” თუ “შეყვარებული ბურატინოს” თვალთაგან. თითოეულის მზერა განსაკუთრებულად სპეციფიურია და ინდივიდუალური თუმცა ტექნიკური

ქეთევან მაღალაშვილი


გალერეა “ვერნისაჟი”
19 აპრილი- 2 მაისი

ქეთევან მაღალაშვილი –ეს სახელი ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა ალბათ უფრო ხელოვანთა წრეში. გალერეა “ვერნისაჟმა” კი ფართო საზოგადოებას მისცა საშულება გასცნობოდა მის შემოქმედებას.

მხატვარი-პორტრეტისტი ქ. მაღალაშვილი დაბადა 1894წ. 1911-15 წლებში სწავლობდა თბილისის კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში ( მისი მასწავლებელი იყო მოსე თოიძე), 1915-17 წლებში მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხურმოთმოძღვრების სასწავლებელში. 1923-26 წლებში კი მხატვარი პარიზში, კოლოროსის “თავისუფალ აკადემიაში” იღრმავებდა სამხატვრო განათლებას ( ამავე პერიოდში პარიზში არაერთი ქართველი მხატვარი იყო: დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე...)
საქართველოში დაბრუნების შემდგე იგი თბილისში მოღვაწეობდა , სადაც შექმნა კიდეც თავის საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებები ძირითადად პორტრეტულ ჟანრში.

გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ პორტრეტებია კერძო კოლექციებიდან გამოტანილი. ორ ათეულზე მეტი ცნობილი თუ უცნობი სახეები. აქ ნახავთ ანა კალანდაძის, ნატო ვაჩნაძის, ლეო რჩეულიშვილის, სვიატოსლავ რიხტერის, სოლიკო ვირსალაძის, ედიშერ მაღალაშვილის თუ სხვათა პორტრეტებს. აქვეა გამოტანილი ფოტოები, რომლებიც მხატვრის ცხოვრების ეპიზოდებს გვაცნობს საქართველოსა თუ პარიზში. ძირითადად მეგობრებთან ერთად (კაკბაძე, ახვლედიანი, გუდიაშვილი...). ფოტოები მისი ძმისშვილის თინა მაღალაშვილის არქივიდანაა .

გარდა ფერწერული ტლოებისა, არის ფანქარში შესრულებული საკმაოდ სახასიათო პორტრეტები “ თეტრი ოფიცერის”, “უცნობი ქალის” და სხვა, მათ შორის გამორჩეულია მოწითალო პასტელით ნახატი დიმიტრი შევარდნაძის 1921 წელს შესრულებული პორტრეტი.

გარდა მხატვრული ღირსებისა, აღსანიშნავია ის ოსტატობა და სიღრმისეული ხედვა რითაც ქეთევან მაღალაშვილის პორტრეტები გამოირჩევა. ყველა მათგანში საოცრად ზუსტად არის გამოხატული წამიერად დაჭერილი მთელი შინაგანი სამყარო და ვფიქრობთ მნახველისთვის ინტერესსმოკლებული არ უნდა იყოს მათი ხილვა.

გოგა ჯაფარიძის ღია "კარი"


18 აპრილს სამხატვრო აკადემიის მცირე გალერეამ შარდენზე წარმოადგინა მხატვარ გოგა ჯაფარიძის ნამუშევრები. გამოფენას სახელწოდებით “კარი”, საკმაო გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ორიგინალური ხედვისა თუ საინტერესოდ გადმოცემული სათქმელის გამო. მხატვრის სამწლიანი პაუზის შემდეგ ეს მისი პირველი გამოფენაა დღის სინათლეზე გამოტანილი.

გამოფენაზე ექვსი საკმაოდ დიდი ზომის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გალერეის ვიწრო და კოპმპაქტური სივრცისთვის ცოტა მოუხერხებელად აღსაქმელი ტილოები მნახველს გულგრილს მაინც არ ტოვებდა. ის ოთხი ნაბიჯი, რომელიც დაკვირვების ყველაზე შორეული წერტილი იყო უმეტესი ნამუშევრისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ასე თუ ისე შეგვეფასებინა ისინი. მითუმეტეს რომ მთავარი უფრო მეტად ის პრობლემატიკა იყო, რაც ავტორის თქმით, მისი დაკვირვებების შედეგად საკმაოდ აქტუალურია დღეს საზოგადოებაში და რაც ნახატების გვერდით გამოკრულ ანოტაციებზე უფრო თვალსაჩინოდ იყო ასახული ვიდრე თვით “ჩანახატებზე” . “ ამ შემთხვევაში მე არ მქონდა პრეტენზია მარადიული ხელოვნების შექმნაზე, ეს უფრო დოკუმენტური მასალაა ჩვენი ყოფიდან” –განაცხადა მხატვარმა.
ზოგან უხეში, არათანაბარი ხაზით გადმოცემული ესკიზური სხეული იქცევდა ყურადღებას, ზოგან უცნაური სახეები –ფასში გადმოცემული მკვეთრი მომწვანო-მოყვითალო ელფერით , თუ პროფილში წარმოდგენილი ცისფერი მოგონებებით. ყველა მათგანი რიტმული მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომელსაც მკვეთრად შემოსაზღვრული დენადი კონტურები პლასიტურობის განცდასაც მიადევნებდა თან. მოძრაობა...მოძრაობა და ამ მოძრაობაში გამოსახული განცდა, გრძნობა თუ შეგრძნება უკვე ფურცელზე იყო გადატანლი.
საერთო სახელოწოდებით “ქალწულები”. ქალწული #1- წონასწორობის გრძნობა, ქალწული #2 –მხედველობის გრძნობა, ქალწული #3-ყნოსვის გრძნობა... ასე თანდათან შემოსული აზრის და გამოსახულების სინთეზი ჩვენს ცნობიერებაში კრავდა უკვე საბოლოო კვანძს.
განსხვავებული და მაინც თითქოს ერთნაირი (რადგან ერთი საზოგადოებიდან გამოსული პიროვნულობის პრეტენზიით უკიდურესობამდე მანერული ) ტიპაჟები ვერ გაქცევიან ყოველდღიურ ყოფას. ზოგისთვის “თანაგრძნობა უფრო მოვალეობაა”, “ამჩნევენ ყველაფერს , მაგრამ ვერაფერს ხედავენ”, ესმით შინაარსი ბგერების გარეშე... ეს ყველაფერი სათქმელია რომელიც უნდა ითქვას და თქმის მცდელობა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
“ვფიქრობ ამ საუკუნეში თანამედროვე ხელოვნება ქრონიკაა და მას აინტერესებს არა მხოლოდ განყენებული ესთეტიურ- სენტიმენტალური სურათ-ხატები, არამედ ის ხატებები, რომლებიც არიან აქ და ახლა”.(ამონარიდი გამოფენაზე წარმოდგენილი მინაწერიდან “კონცეფცია).
სწორედ აქ და ახლა შეგიძლია იმის დანახვა რაც მერე შეიძლება დაგვიანებულიც იყოს.

შალვა ქიქოძის უცნობი ნამუშევრები


5 დეკემბერს გალერეა “ვერნისაჟში “(აღმაშენებლის ქ.#27 ) გაიხსნა გამოფენა. წარმოდგენილი იყო შალვა ქიქოძის უცნობი ნამუშევრები- ფერწერა, გრაფიკა, ასევე ესკიზები. ფერწერული ტილოებისთვის, რამდენიმე ფოტო, ავტოპორტრეტი და მისი ხელით საფრანგეთიდან მოწერილი წერილებიც კი. ნამუშევრები საქართველოში არსებული სხვადასხვა კერძო კოლექციებიდან იყო მოკრებილი. გამოფენის ორგანიზება გალერეის დირექტორის ქალბატონმა ზაირა ბერელიძის და უცხოეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაცია “საგანძურის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ირინე აბესაძის ძალისხმევით განხორციელდა. აღსანიშნავია რომ ეს გამოფენა პირველი პერსონალური გამოფენაა მხატვრისა ,თუ არ ჩავთვლით 1928 წელს მისი გარდაცვალებიდან 7 წლის თავზე “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” თაოსნობით გამართულ გამოფენას. მას შემდეგ მისი ცალკეული ნამუშევრები თუ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა მიზნით გამართულ გამოფენებზე. სამწუხაროა, რომ ფართო საზოგადოებისთვის შალვა ქიქოძე ისე რიგად ცნობილი არ არის როგორც დავით კაკაბაძე ან ლადო გუდიაშვილი, თუმცა მასაც არანკალები წვლილი მიუძღვის XX საუკუნის 10-30იანი წლების ქართული გამსახველობითი ენის ჩამოყალებებისა და ფორმირების საქმეში.
შალვა ქიქოძე 1894 წელს დაიბადა და სრულიად ახლაგაზრდა , 27 წლის ასაკში, 1921 წელს გარდაიცვალა გერმანიაში. დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში. შალვა ქიქოძის მხატვრულ შემოქმედებაზე გარკვეული გავლენა მისმა საზღვრებს გარეთ ყოფნამაც იქონია. 1916-18 წლებში ის მოსკოვის ფერწერის , ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლობს. თანამშრომლობს თეატრარულ და იუმორისტულ ჟურნალებთან, იყო თეატრის მხატვრიც. აქტიურად მონაწილეობდა “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” საქმიანობაში (ეს საზოგადოება დაარსდა 1916 წელს და მასში თითქმის ყველა თაობისა და მიმართულების მხატვარი გაერთიანდა. ეს სწორედ ის “საზოგადოებაა”, რომელშიც უმეტეს თუ არა ყველაზე ქმედით ნაწილს “ავანგარდისტები” შეადგენდნენ და რომლის კრებაზედაც საპატიო წევრად ნიკო ფიროსმანაშვილი იქნა მიწვეული ერთ-ერთ სხდომაზე). 1919 წელს კი იგი სწორედ აღნიშნულმა საზოგადოებამ სამხატვრო განათლების სრულყოფის მიზნით პარიზს მიავლინა. პარიზში გატარებული 1920-1921 წლები ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მხატვრისთვის. მან 1921 წელს გალერეა “ლა ლიკორნე”-ში დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან ერთად წარმოადგინა თავისი ნამუშევრები. თუმცა შალვა ქიქოძესთვის ეს სიცოცხლეში ბოლო გამოფენა აღმოჩნდა . იგი მძიმედ ავადმყოფობის შემდეგ იმავე წელს გარდაიცვალა.
“მხატვრის დამფასებელი მხოლოდ დროა” ეს სიტყვები შალვა ქიქოძეს ეკუთვნის და ის რომ შალვა ქიქოძე ნამდვილად დიდი მხატვარია ადასტურებს მისი ორიგინალური , თვითმყოფადი შემოქმედება და ის რომ ქართული ავანგარისტული სახვითი ხელოვნების ისტორიის შესახებ საუბარი შეუძლებელია შალვა ქიქოძის გვერდის ავლით.