пятница, 11 февраля 2011 г.

შრი ჩინმოის გამოფენა თბილისში



2007 წლის 16 ოქტომბერს გალერეა TMS -ში გაიხსნა გამოფენა , რომელიც მიეძღვნა ინდოელი ჰუმანისტის, ფილოსოფოსის, მწერლის, პოეტის , კომპოზიტორის, მხატვრისა და უბრალოდ გასაოცარი ადამიანის ხსოვნას, რომელიც ამა წლის 11 ოქტომბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ეს გახლავთ შრი ჩინმო კუმარ გხოში.
1931 წლის 27 აგვისტოს აღმოსავლეთ ბენგალის პატარა სოფელ შაპკურაში დაიბადა. ხატვა 43 წლის ასაკში დაიწყო. მისმა ნამუშევრებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვა აღიარება.30 წელზე მეტია რაც მისი ნამუშევრები განუწყვეტლივ იფინება სხვადახვა ქვეყნის გალერეებში. თბილისში შრი ჩინმოის ნახატები პირველად იხილა საზოგადოებამ.
გამოფენა ქართველი რეჟისორის დიმიტრი სარალიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით მოეწყო, რომელმაც შრი ჩინმოი პირველად ვარნაში კონცერტის დროს იხილა და შემდგომ მისით დაინტერესედა, როგორც ფენომენალური ნიჭის ადამიანით. შრი ჩინმოი ასიათასზე მეტი ფერწერული ტილოს და მილიონზე მეტი გრაფიკული ნახატის ავტორია, უკრავდა ასორმოცდაათ(150) ინსტრუმენტზე და თექვსმეტი ათასზე მეტი ტექსტი ეკუთვნის. შრი ჩინმოის ვიზიტი საქართველოსი ამა წლის ოქტომბერში უნდა მომხდარიყო. მას ლექციები უნდა წაეკითხა სამხატვრო აკადემიასა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, თუმცა მისი უეცარი გარდაცვალების გამო ეს ვეღარ მოხერხდა. მიუხედავად ამისა ქართველ ხელოვნების მოყვარულებს მაინც მიეცათ საშუალება მის შემოქმედებას ახლოდან გასცნობოდნენ.
გალრეაში ორმოცდაათამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. შრი ჩინმოი თავის ხელოვნებასჯარნა-კალასუწოდებს, რაც ბენგალიურიდან თარგმანშიხელოვნების შადრევანსნიშნავს. მართლაც, მისი ნახატების ხილვისას ათასფრად განათებული, მსუბუქად მოთამაშე შადრევნების ასოციაცია გვებადება. ჰაეროვანი მონასმებით შესრულებული დაუსრულებელი კონტურით გამოყვანილი ფორმები ჩვენს ფანტაზიაში სრულდება .მისი ნამუშევრები აბსტრაქტულ მინიატურებს მოგვაგონებს, რომლებიც უსასრულობაში განეფინება. თუმც ხანდხან პირობითი საზღვრები მაინც ჩნდება, ზოგან მხოლოდ ფერით მონიშნული, ზოგან დანაწევრებული კონტურით. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა მის ნახატებს ერთგვარი კონკრეტიკა მაინც ახასიათებს. შრი ჩინმოის განსაკუთრებით ფრინველთა გამოსახვა იზიდავს. წითელი, მწვანე, ყვითელი, დაწინწკლული ჩიტები აბსტრაქტულობისა და კონკრეტული გარემოს შერწყმის გასაოცარი სინთეზია, ესგარემოცპირობითია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს ცნობიერებაში დაკონკრეტებული უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნებას ბადებს. ამას გარდა ,ყველა ნახატში , რაც გალერეაშია წარმოდგენილი, გამოსჭვივის ის ფერადოვნება , სიმსუბუქე და სინატიფე, აგამა ნარტანამასა(სარიტუალო ცეკვები, რომლებიც წმინდა ტაძარში სრულდებოდა) და ჩარნატაკამას ( სპირიტუალური ცეკვები რომელთაც კლასიკური მუსიკის თანხლებთ სასახლეში წარმოადგენდნენ) რომ ახასიათებს და შრი ჩინმოის კულტურის მსოფლაღქმის განუყოფელი ნაწილია. და რომელიც არცერთ სხვა კულტურაში ამგვარად არ არის გამოვლენილი.
შემთხვევითი არც ფრინველების სიუხვეა, კონკრეტულობას მოკლებულ ფრინველებში ყველა თავის შესატყვის აღქმას მოუძებნის მას. ზოგადად კი მტრედია მშვიდობის სიმბოლო და შრი ჩინმოის ჰუმანისტური იდეების განხორციელების სურვილიც ქვეცნობიერად მის ხელოვნებაში ვლინდება.
ჩემი ფიზიკური სიკვდილი არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული- მე მარადიული მოგზაურობა ვარ”-ეს სიტყვები შრი ჩანმოი კუმარ გხოშს ეკუთვნის და მისი ამქვეყნიური ცხოვრება და დატოვებული სახელი ამის ნათელი დადასტურებაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий