ქარვასლაში 2008 წლის 27 მაისს (დღემდე გრძელდება ) გაიმართა ცნობილი გერმანელი მხატვრის ოტო დიქსის გამოფენა(ორგანიზატორები-საქართველოს ეროვნული მუზეუმი-თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი(იფა)). წარმოდგენილი იყო 1920-1924 წლებში შესრულებული კრიტიკული გრაფიკა და ოფორტების ციკლი “ომი” (1924) საგამოფენო სივრცე ასამდე მცირე ზომის გრაფიკულ ნამუშევარს ეკავა, რომელთაგან უმეტესობა ომის თემაზე შექმნილ საშინელებებს გადმოსცემდა, ნაწილი პორტრეტებს, ნაწილი კი ომის პერიოდის საზარელ ყოველდღიურ ყოფას ასახავდა ომს გარეთ. შავ_თეთრ ნამუშევრებში ერია ასევე ფერში შესრულებული ნახატები.



მას რადიკალურად რეალისტურ მხატვარტა ჯგუფს მიაკუთვნებენ. ნათლად გამოკვეთილი ავანგარდისტი იყო, რომელიც 1920-იან წლებში დაკავშირებული იყო დადაიზმთან და ექსპრესიონიზმთან. გეორგ გროსთან ერთად ითვლება მიმდინარეობა “Nეუე შაცჰლიცჰკეიტ” - ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად.

ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავადა , რა თქმა უნდა ალბათ მეტწილად ომის ბრალიც იყო. მაგრამ ობიექტურად გადმოცემის მცდელობამ აშკარად კრახი განიცადა, დიქსის მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერისა და სუბიექტური ხედვისა წყალობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий