пятница, 11 февраля 2011 г.

ლევან მეხუზლა


23 ნოემბერს ბაია გალერეაში ლევან მეხუზლას გამოფენა გაიხსნა, საკმაოდ უჩვეულო გრაფიკული ნამუშევრებით, ერთი შეხედვით უცნაური და გაუგებარიც კი. ერთ სტილში გადაწყვეტილი ყველა ნახატი პირობითად ორ რეგისტრად იყოფა, ზოგან წარმოსახვითი სწორი ხაზია გავლებული ორ ასევე პირობითად მოჩარჩოებულ კომპოზიციას შორის, ზოგან კი ეს კომპოზიციები განგებ სცდება ჩარჩებს. ზედა ნაწილი არქიტექტურულ ნაგებობებს და პეიზაჟს აქვს დათმობილი , სადაც თითქმის უკლებლივ ფიგურირებს არქიტექტურული ნახაზები და ძირითად ყურადღებასაც ისინი იპყრობენ. ეს სპეციფიურობა ალბათ იმითაც არის განპირობებული რომ ავტორი ნამუშევრებისა პროფესიით არქიტექტორია და ეს კარგად ხსნის იმ უცნაურობას , რაც ერთი შეხედვისთანავე თვალში საცემია- გრაფიკული ნამუშევრების ამგვარი სიმკაფიოვე, თითქმის ნახაზის დონეზე (ნახაზის სიზუსტით) აგებული ნახატი, ყოველგვარი ფერწერულობისგან დაწმენდილი (რაც რაღაც დოზით გრაფიკაში ყოველთვის იჩენს თავს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში) სწორედ რომ არქიტექტურის სპეციფიკის დომინანტურობაზე მიგვანიშნებს. ქვედა ნაწილი კი უკლებლივ ყველგან ცალკეული ცხენის გამოსახულებას ეთმობა. ეს ცხენები ყველანი ერთნაირი აგებულების, სათამაშო ხის ცხენს მოგვაგონებს (მითუმეტეს რომ ყველა ცხენი ოთხბორბლიან სადგამზეადამაგრებული” ) თუმცა განსხვავებულია მათიკონტექსტი”, რაც ესოდენ მრავალფეროვნებას ანიჭებს ნახატებს და გარკვეული იდეური შინაარსით ავსებს მას. მაგალითად ზოგი ცხენის ფონი არქიტექტურაა, ზოგისპეიზაჟი, თუ ერთგან თავზე პეპელა დაფარფატებს, მეორეგან გავაზე შეფრენილი ბუ იქცევს ყურადღებას. ერთნი ჰორიზონტალურად არიან განთავსებულნი, მეორენი ცენტრში გამოსახული შუბითა თუ ხითY ვერტიკალის აქცენტირებას ახდენენ….ეს ყველაფერი , როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს და შეიძლება მნახველი ვერც კი მიხვდეს რა მიმართულება მისცეს აზრთა დინებას, მაგრამ საკმარისია გამოფენისსახელწოდება” –“ეტიუდები რაინერ მარია რილკესკორნეტისმიხედვითიხილოს , რომ ასე თუ ისე ნათელი გახდეს მხატვრის ამოცანა და მისი აზრების ერთგვარად გაზიარებაც კი შეიძლოს. პირველ რიგში კი რილკეს ნაწარმოების შესავალი სიტყვები-“ჭენებაჭენებაჭენებადღედაღამდღედაღამ…..” ამოუტივტივდეს გონებაში (გაშეშებული თუმცა რიტმულად განმეორებადობით მოძრაობაში აღქმული). ხოლო ზოგან ქრისტოფის ბედიც კი წარმოუდგეს თვალწინ რომელიცავსტრიის საიმპერატორო ჰეისტერის პოლკის ბარონ ფონ პიროვანოს როტის კორნეტი იყო და ცხენზე იქნა მოკლული”…..თუმცა, არა აშკარა , გაზიარებული ემოციით , არამედ თავშეკავებულად, ერთგვარი ასკეტურობითაც კი, რომელიც ალბათ ისევ და ისევ მკაცრიმეცნიერულიხედვის შედეგია.

Комментариев нет:

Отправить комментарий