пятница, 11 февраля 2011 г.

შალვა ქიქოძის უცნობი ნამუშევრები


5 დეკემბერს გალერეავერნისაჟში “(აღმაშენებლის .#27 ) გაიხსნა გამოფენა. წარმოდგენილი იყო შალვა ქიქოძის უცნობი ნამუშევრები- ფერწერა, გრაფიკა, ასევე ესკიზები. ფერწერული ტილოებისთვის, რამდენიმე ფოტო, ავტოპორტრეტი და მისი ხელით საფრანგეთიდან მოწერილი წერილებიც კი. ნამუშევრები საქართველოში არსებული სხვადასხვა კერძო კოლექციებიდან იყო მოკრებილი. გამოფენის ორგანიზება გალერეის დირექტორის ქალბატონმა ზაირა ბერელიძის და უცხოეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციასაგანძურისერთ-ერთი დამფუძნებლის ირინე აბესაძის ძალისხმევით განხორციელდა. აღსანიშნავია რომ ეს გამოფენა პირველი პერსონალური გამოფენაა მხატვრისა ,თუ არ ჩავთვლით 1928 წელს მისი გარდაცვალებიდან 7 წლის თავზექართველ ხელოვანთა საზოგადოებისთაოსნობით გამართულ გამოფენას. მას შემდეგ მისი ცალკეული ნამუშევრები თუ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა მიზნით გამართულ გამოფენებზე. სამწუხაროა, რომ ფართო საზოგადოებისთვის შალვა ქიქოძე ისე რიგად ცნობილი არ არის როგორც დავით კაკაბაძე ან ლადო გუდიაშვილი, თუმცა მასაც არანკალები წვლილი მიუძღვის XX საუკუნის 10-30იანი წლების ქართული გამსახველობითი ენის ჩამოყალებებისა და ფორმირების საქმეში.
შალვა ქიქოძე 1894 წელს დაიბადა და სრულიად ახლაგაზრდა , 27 წლის ასაკში, 1921 წელს გარდაიცვალა გერმანიაში. დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში. შალვა ქიქოძის მხატვრულ შემოქმედებაზე გარკვეული გავლენა მისმა საზღვრებს გარეთ ყოფნამაც იქონია. 1916-18 წლებში ის მოსკოვის ფერწერის , ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლობს. თანამშრომლობს თეატრარულ და იუმორისტულ ჟურნალებთან, იყო თეატრის მხატვრიც. აქტიურად მონაწილეობდაქართველ ხელოვანთა საზოგადოებისსაქმიანობაში (ეს საზოგადოება დაარსდა 1916 წელს და მასში თითქმის ყველა თაობისა და მიმართულების მხატვარი გაერთიანდა. ეს სწორედ ისსაზოგადოებაა”, რომელშიც უმეტეს თუ არა ყველაზე ქმედით ნაწილსავანგარდისტებიშეადგენდნენ და რომლის კრებაზედაც საპატიო წევრად ნიკო ფიროსმანაშვილი იქნა მიწვეული ერთ-ერთ სხდომაზე). 1919 წელს კი იგი სწორედ აღნიშნულმა საზოგადოებამ სამხატვრო განათლების სრულყოფის მიზნით პარიზს მიავლინა. პარიზში გატარებული 1920-1921 წლები ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მხატვრისთვის. მან 1921 წელს გალერეალა ლიკორნე”-ში დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან ერთად წარმოადგინა თავისი ნამუშევრები. თუმცა შალვა ქიქოძესთვის ეს სიცოცხლეში ბოლო გამოფენა აღმოჩნდა . იგი მძიმედ ავადმყოფობის შემდეგ იმავე წელს გარდაიცვალა.
მხატვრის დამფასებელი მხოლოდ დროაეს სიტყვები შალვა ქიქოძეს ეკუთვნის და ის რომ შალვა ქიქოძე ნამდვილად დიდი მხატვარია ადასტურებს მისი ორიგინალური , თვითმყოფადი შემოქმედება და ის რომ ქართული ავანგარისტული სახვითი ხელოვნების ისტორიის შესახებ საუბარი შეუძლებელია შალვა ქიქოძის გვერდის ავლით.

Комментариев нет:

Отправить комментарий