пятница, 11 февраля 2011 г.

ქეთევან მაღალაშვილი


გალერეავერნისაჟი
19 აპრილი- 2 მაისი

ქეთევან მაღალაშვილიეს სახელი ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა ალბათ უფრო ხელოვანთა წრეში. გალერეავერნისაჟმაკი ფართო საზოგადოებას მისცა საშულება გასცნობოდა მის შემოქმედებას.

მხატვარი-პორტრეტისტი . მაღალაშვილი დაბადა 1894. 1911-15 წლებში სწავლობდა თბილისის კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში ( მისი მასწავლებელი იყო მოსე თოიძე), 1915-17 წლებში მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხურმოთმოძღვრების სასწავლებელში. 1923-26 წლებში კი მხატვარი პარიზში, კოლოროსისთავისუფალ აკადემიაშიიღრმავებდა სამხატვრო განათლებას ( ამავე პერიოდში პარიზში არაერთი ქართველი მხატვარი იყო: დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე...)
საქართველოში დაბრუნების შემდგე იგი თბილისში მოღვაწეობდა , სადაც შექმნა კიდეც თავის საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებები ძირითადად პორტრეტულ ჟანრში.

გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ პორტრეტებია კერძო კოლექციებიდან გამოტანილი. ორ ათეულზე მეტი ცნობილი თუ უცნობი სახეები. აქ ნახავთ ანა კალანდაძის, ნატო ვაჩნაძის, ლეო რჩეულიშვილის, სვიატოსლავ რიხტერის, სოლიკო ვირსალაძის, ედიშერ მაღალაშვილის თუ სხვათა პორტრეტებს. აქვეა გამოტანილი ფოტოები, რომლებიც მხატვრის ცხოვრების ეპიზოდებს გვაცნობს საქართველოსა თუ პარიზში. ძირითადად მეგობრებთან ერთად (კაკბაძე, ახვლედიანი, გუდიაშვილი...). ფოტოები მისი ძმისშვილის თინა მაღალაშვილის არქივიდანაა .

გარდა ფერწერული ტლოებისა, არის ფანქარში შესრულებული საკმაოდ სახასიათო პორტრეტებითეტრი ოფიცერის”, “უცნობი ქალისდა სხვა, მათ შორის გამორჩეულია მოწითალო პასტელით ნახატი დიმიტრი შევარდნაძის 1921 წელს შესრულებული პორტრეტი.

გარდა მხატვრული ღირსებისა, აღსანიშნავია ის ოსტატობა და სიღრმისეული ხედვა რითაც ქეთევან მაღალაშვილის პორტრეტები გამოირჩევა. ყველა მათგანში საოცრად ზუსტად არის გამოხატული წამიერად დაჭერილი მთელი შინაგანი სამყარო და ვფიქრობთ მნახველისთვის ინტერესსმოკლებული არ უნდა იყოს მათი ხილვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий