пятница, 11 февраля 2011 г.

თაკო შაშიაშვილის ფერწერა



25ოქტომბერს გალერეა TMS-ში მორიგი გამოფენა გაიხსნა. ამჯერად ქართველი მხატვრის თაკო შაშიაშვილის ნამუშევრებს დაეთმო დარბაზი. გამოფენის გახსნას საკმაოდ ფართო აუდიტორია დაესწრო. აღფრთოვანებული მნახველები გულმოდგინედ ავსებდნენ შთაბეჭდილებათა წიგნს და ერთმანეთს თავიანთ აზრებს უზიარებდნენ. მართლაც, ამ შესანიშნავი ლირიული ნამუშევრებისადმი გულგრილი ვერ დარჩებოდა კაცი. თაკოსთვის ეს პირველი გამოფენა როდი იყო.იგი სამი წლიდან ხატავს და არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა. 1980 წელს პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართულ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაზე პირველი ადგილიც აიღო. პირველი პერსონალური გამოფენა 16 წლის ასაკში ჰქონდა და მას მერე არაერთგზის აღუფრთოვანებია ხელოვნების მოყვარულები თავისი შემოქმედებითდა არა მხოლოდ თანამემამულენი. მის ნამუშევრებს წარმატება ხვდა წილად გერმანიაში, იაპონიაში და არაერთ სხვა ქვეყანაშიხოლო პერსონალურ და საერთო გამოფენათა ჩამოთვლას აქ აღარ შევუდგებით, ერთს ვიტყვით ,რომ მისი რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია. მის შემოქმედებას ჟურნალ-გაზეთები თუ ტელევიზიაც არაერთხელ გამოხმაურებია. სულ ახლახანს (24 ოქტომბერს) მისი ნახატები ამერიკის საელჩოშიც იყო წარმოდგენილი. ამჯერად კითM-ის საგამოფენო დარბაზში ვიხილეთ. დარბაზში შესვლისთანავე პირველად რაც თვალში გვხვდება, არის ნახატის უჩვეულოდ ჰაეროვანი და შეიძლება ითქვას, გამჭვირვალე ხასიათი, რასაც თან ახლავს ფერთა უხვი პალიტრა და დახვეწილი ფორმები, თუმც ეს ფერადოვნება სიმჭახეში ნაკლებად გადადის და ფერთა ჰარმონიული შეხამება უფრო მეტად მშვიდ ლირიულ განწყობას გვიქმნის. ეს ის ძირითადი მახასიათებლებია რომელიც ზოგადად მსჭვალავს გალერეაში წარმოდგენილ მთელს მხატვრობას. თუმცა რეპერტუარი კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ერთ კედელზე კოლაჟის ტექნიკით შესრულებული რამდენიმე ნახატია, “თევზები” , “უცნაური შეხვდრა”, კვლავთევზები”, შთამბეჭდავი ქალი ყვითელ სარაფანში, მოპირდაპირე კედელზე ძველეგვიპტურ მოტივებს ამოიკითხავთ კიდევ უფრო ძლიერად კი ეს იგრძნობა ნახატშიწარსული, აწმყო, მომავალი” , წითელ ფონზე მწყობრად წარმოდგენილი ქალები კი პირამიდების ფრესკებიდან გადმოსულ მოცეკვავე ქალებს მოგვაგონებენ. გარდა ეგვიპტური ასოციაციებისა ანტიკური რომის ხელოვნების რემინისცენციებსაც წავაწყდებით _ სარკოფაგების რელიეფების (“გულის სკივრი”) თუ შიშველ ქალთა ტორსის სახით გადმოცემულთ. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი შორს დგას მშრალი, სუფთა სახით გადმოღებისა თუ მხოლოდ ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით გადმოცემისგან. აღნიშნული თუ სხვა ნამუშევრები (ძირითადად ქალთა ფიგურებია , სინაზისა და სინატიფის დემონსტრირებას რომ ახდენენ) საკმაოდ ორიგინალურია და წერის თავისებური მანერით ხასიათდება. ყველა მოტივს საერთო ხაზით აერთიანებს. წამყვანი ყველგან ორნამენტული მოტივია, კოლაჟებიც კი მსუბუქია და საერთო ჯამში მთლიანად სასიამოვნოდ აღიქმება. შესაძლოა ერთი შეხედვით გუსტავ კლიმტის შემოქმედებაც გაგვახსენდეს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შდეხედვით. აქ მაინც სხვაგვარი ემოცია მოდის წინა პლანზე და მეტად დაკონკრეტებული სახე-ხატები წარმოგვიდგება.ამას გარდა ის ემოციური მუხტი მათში რომ იგრძნობა მხოლოდ ინდივიდუალური, სულიდან წამოსული შემოქმედების ნაყოფია და შინაგანი იმპულსების გარეშე მხოლოდ გარეგნული ეფექტებით ამის მიღწევა შეუძლებელია. წარმოდგენილი ნახატები სიმბლური ნიშნებითაც არის დატვირთული თუმცა ამის განხილვას აქ არ შევუდგებით და მნახველს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალებას დავუტოვებთ. გარდა ნახატებისა გალერეაში საინტერესო კედლის ნიღბებია მრავალფეროვანი ნიმუშები კიდევ მეტად უწყობს ხელს საზეიმო განწყობის შექმნას. თუმცა ასჯერ გაგოგნილს ერთხელ ნანახი სჯობსო _ გამოფენა 4 ნოემბრამდე გასტანს და იმედია თავადაც გექნებათ საშუალება მისი ხილვისა. გამოფენას როგორც აღვნიშნეთ უამრავი ხალხი დაესწრო და ბუნებრივია რესპოდენტთა აზრი, თუ რას ფიქრობდნენ გალერეაში წარმოდგენილ ნამუშევრებთან დაკავშირებით, საინტერესო იყო: “მოხიბლული ვარ და აღტაცებული, განსაკუთრებითგრძნობათა იმპერიადაჩემი ცხოვრების გზა სიზმარიამომეწონა, “ოცნებასავით ნახატებია”, “ვუსურვებთ თაკოს შემდგომშიც მისი შემოქმედება ამ საოცრად დადებითი მუხტის მატარებელი ყოფილიყოს”, “ უზარმაზარი სიხარული მომანიჭა მისმა ნამუშევრებმა”, “მადლობა თაკოს იმისთვის რომ ამ შესანიშნავ სამყაროში აღმოვჩნდით
და მართლაც, მადლობა თაკოს!
2007წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий