пятница, 11 февраля 2011 г.

გოგა ჯაფარიძის ღია "კარი"


18 აპრილს სამხატვრო აკადემიის მცირე გალერეამ შარდენზე წარმოადგინა მხატვარ გოგა ჯაფარიძის ნამუშევრები. გამოფენას სახელწოდებითკარი”, საკმაო გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ორიგინალური ხედვისა თუ საინტერესოდ გადმოცემული სათქმელის გამო. მხატვრის სამწლიანი პაუზის შემდეგ ეს მისი პირველი გამოფენაა დღის სინათლეზე გამოტანილი.

გამოფენაზე ექვსი საკმაოდ დიდი ზომის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გალერეის ვიწრო და კოპმპაქტური სივრცისთვის ცოტა მოუხერხებელად აღსაქმელი ტილოები მნახველს გულგრილს მაინც არ ტოვებდა. ის ოთხი ნაბიჯი, რომელიც დაკვირვების ყველაზე შორეული წერტილი იყო უმეტესი ნამუშევრისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ასე თუ ისე შეგვეფასებინა ისინი. მითუმეტეს რომ მთავარი უფრო მეტად ის პრობლემატიკა იყო, რაც ავტორის თქმით, მისი დაკვირვებების შედეგად საკმაოდ აქტუალურია დღეს საზოგადოებაში და რაც ნახატების გვერდით გამოკრულ ანოტაციებზე უფრო თვალსაჩინოდ იყო ასახული ვიდრე თვითჩანახატებზე” . “ ამ შემთხვევაში მე არ მქონდა პრეტენზია მარადიული ხელოვნების შექმნაზე, ეს უფრო დოკუმენტური მასალაა ჩვენი ყოფიდან” –განაცხადა მხატვარმა.
ზოგან უხეში, არათანაბარი ხაზით გადმოცემული ესკიზური სხეული იქცევდა ყურადღებას, ზოგან უცნაური სახეებიფასში გადმოცემული მკვეთრი მომწვანო-მოყვითალო ელფერით , თუ პროფილში წარმოდგენილი ცისფერი მოგონებებით. ყველა მათგანი რიტმული მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომელსაც მკვეთრად შემოსაზღვრული დენადი კონტურები პლასიტურობის განცდასაც მიადევნებდა თან. მოძრაობა...მოძრაობა და ამ მოძრაობაში გამოსახული განცდა, გრძნობა თუ შეგრძნება უკვე ფურცელზე იყო გადატანლი.
საერთო სახელოწოდებითქალწულები”. ქალწული #1- წონასწორობის გრძნობა, ქალწული #2 –მხედველობის გრძნობა, ქალწული #3-ყნოსვის გრძნობა... ასე თანდათან შემოსული აზრის და გამოსახულების სინთეზი ჩვენს ცნობიერებაში კრავდა უკვე საბოლოო კვანძს.
განსხვავებული და მაინც თითქოს ერთნაირი (რადგან ერთი საზოგადოებიდან გამოსული პიროვნულობის პრეტენზიით უკიდურესობამდე მანერული ) ტიპაჟები ვერ გაქცევიან ყოველდღიურ ყოფას. ზოგისთვისთანაგრძნობა უფრო მოვალეობაა”, “ამჩნევენ ყველაფერს , მაგრამ ვერაფერს ხედავენ”, ესმით შინაარსი ბგერების გარეშე... ეს ყველაფერი სათქმელია რომელიც უნდა ითქვას და თქმის მცდელობა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
ვფიქრობ ამ საუკუნეში თანამედროვე ხელოვნება ქრონიკაა და მას აინტერესებს არა მხოლოდ განყენებული ესთეტიურ- სენტიმენტალური სურათ-ხატები, არამედ ის ხატებები, რომლებიც არიან აქ და ახლა”.(ამონარიდი გამოფენაზე წარმოდგენილი მინაწერიდანკონცეფცია).
სწორედ აქ და ახლა შეგიძლია იმის დანახვა რაც მერე შეიძლება დაგვიანებულიც იყოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий