пятница, 11 февраля 2011 г.

ედმონდ კალანდაძე




გალერეაჰობი
15-27 მაისი

გალერეა ჰობი 15-27 მაისს ედმონდ კალანდაძის შემოქმედება წარმოადგინა,
სადაც მხატვრის საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა. ედმონდ კალანდაძის შემოქმედება ქართველ ხელოვნების მოყვარულთათვის უცნობი არაა თუმცა ფართო საზოგადოებაში ალბათ მეტ-ნაკლებად არის ცნობილი. . კალანდაძე
60-70 იანი წლების მხატვართა თაობას (ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი, ირაკლი ფარჯიანი, და სხვ) მიეკუთვნება და საკმაოდ გამორჩეული ხელწერა აქვს.
პირველი შთაბეჭდილება რას შესვლისთანავე თვალში საცემი იყო მკვეთრი მჟღერი და ძლიერი ფერებია. უმეტესად თბილი მსუყე მონასმებით დაწერილი ტილოები საკმაოდ შთამბეჭდავია. ახლოდან თითქოს უწესრიგო ფერთა შეხამება შორიდან ერთ ფორმად იკვეთება.
საკმაოდ მრავალფეროვანია პალიტრა- ღია ყვითელიდან დაწყებული ფოსფორისფერით, იისფერით, მოცისფრო მწვანით თუ მომწვანო ცისფერით გაჯერებული. ერთმანეთზე დადებული გაუმჭვირვალე ფენა, ზედაპირზე ლამის თითო სანტიმეტრით ამოწეული საოცარი ინტუიციით არის შეხამებული(ჩაქცეული სახლი, ავტოპორტრეტი))
მრავალფეროვანია თემატიკაც- შიშველი ნატურიდან დაწყებული, პეიზაჟით, არქიტექტურული ნაგებობებით, ცხოველთა თუ მცენარეთა ვარიციებით დამთავრებული; და ყველა საერთო ნიშნით-ძლიერი ფერწერულობით დაზღაპრული”(ირეალური), ღაჟღაჟა ფერებით გამოირჩევა). თუმცა ამავე დროს, გასაოცრად ბუნებრივია იასამნისფერი ხე თუ სტაფილოსფერი ცხენი და აზრად არ მოგვდის რომ ეს არარეალური ფერის საგნები შეიძლება არც კი არსებობდეს ბუნებაში.
მიუხედავად ფერთა თამამი შეხამებისა, პალიტრის კონტრასტულობა, მისი ჰარმონიული შეხამება და ემოციური ფონი არის ის მთავარი მახასიათებლები რაც . კალანდაძის შემოქმედებას საერთო ჯამში საკმაოდ სასიამოვნოდ აღსაქმელს ხდის და მხატვრის განუმეორებელ ხელწერაზე მიანიშნებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий