пятница, 11 февраля 2011 г.

ბუღაძე გია


 ბაია გალერეა
თბილისი დღისით და ღამით

თუმც ეს არ არის თბილისი დღისით და ღამით მხოლოდ, ეს არის თბილისი თეთრი საფარველის ქვეშ, თბილისი გაზაფხულის მზით გამთბარი, შემოდგომასავით სევდიანი თბილისი , და თბილისი ზაფხულივით ფერადოვანი. დიდი ზომის ტილოებზე ასახული ძველი და ახალი თბილისი.

წარმოდგენილი ნამუშევრები გარკვეული დროის შუალედით არიან დაცილებული და საერთო ხაზში ცვლილებაც საკმაოდ შესამჩნევია.
ძველ და ახალ ნამუშევრებს შორის კონტრასტია არა მარტო ფერადოვანი გადაწყვეტის თვალსაზრისითაც, განსხვავებულია ხედვა და შესრულების ტექნიკა. ზოგი მსუბუქი, უხეში მონასმებით დაწერილი, ზოგი სკრუპულოზული, გულდასმით გამოყვანილი ფორმებით. განსაკუთრებით ნიშნეული ძველი თბილისური სახლებია, რაღაცით რომ დასავლურ ციხესიმაგრეებს მოგვაგონებს.
დღის ძველი თბილისი საკმაოდ თავისებური და ფერადოვანია, ის არ გავს აქამდე დაწერილი ძველი თბილისის ტრადიციულ ხედებს.განსხვავებული ხედვის კუთხით და ქალაქის არაღმოსავლური აღქმით გამოირჩევა. დრეკადი ფორმების მიუხედავად რომელიც ძველთბილისური მოძველებული სახლების თანმხლები მოვლენაა, მათი გამოსახულება საერთო ჯამში მყარი, მასიური და დამჯდარია. განსხვავებულია ახალი თბილისის ხედები(უფრო ადრეული ნამუშევრები) , ჩამუქებული ფორმები და ბუნდოვანი გარემო( გარკვეულად მისტიურიც), თუმცა ცნობილი ორიენტირები მასში (და პეიზაჟის ხასიათიც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს), ახლობელს და ამოსაცნობს ხდის მშობლიურ ქალაქს.

წარმოდგენილი იყო მცირე ზომის ათეულზე მეტი გრაფიკული ნამუშევარიც

Комментариев нет:

Отправить комментарий