пятница, 11 февраля 2011 г.

ედმონდ კალანდაძე




გალერეაჰობი
15-27 მაისი

გალერეა ჰობი 15-27 მაისს ედმონდ კალანდაძის შემოქმედება წარმოადგინა,
სადაც მხატვრის საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა. ედმონდ კალანდაძის შემოქმედება ქართველ ხელოვნების მოყვარულთათვის უცნობი არაა თუმცა ფართო საზოგადოებაში ალბათ მეტ-ნაკლებად არის ცნობილი. . კალანდაძე
60-70 იანი წლების მხატვართა თაობას (ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი, ირაკლი ფარჯიანი, და სხვ) მიეკუთვნება და საკმაოდ გამორჩეული ხელწერა აქვს.
პირველი შთაბეჭდილება რას შესვლისთანავე თვალში საცემი იყო მკვეთრი მჟღერი და ძლიერი ფერებია. უმეტესად თბილი მსუყე მონასმებით დაწერილი ტილოები საკმაოდ შთამბეჭდავია. ახლოდან თითქოს უწესრიგო ფერთა შეხამება შორიდან ერთ ფორმად იკვეთება.
საკმაოდ მრავალფეროვანია პალიტრა- ღია ყვითელიდან დაწყებული ფოსფორისფერით, იისფერით, მოცისფრო მწვანით თუ მომწვანო ცისფერით გაჯერებული. ერთმანეთზე დადებული გაუმჭვირვალე ფენა, ზედაპირზე ლამის თითო სანტიმეტრით ამოწეული საოცარი ინტუიციით არის შეხამებული(ჩაქცეული სახლი, ავტოპორტრეტი))
მრავალფეროვანია თემატიკაც- შიშველი ნატურიდან დაწყებული, პეიზაჟით, არქიტექტურული ნაგებობებით, ცხოველთა თუ მცენარეთა ვარიციებით დამთავრებული; და ყველა საერთო ნიშნით-ძლიერი ფერწერულობით დაზღაპრული”(ირეალური), ღაჟღაჟა ფერებით გამოირჩევა). თუმცა ამავე დროს, გასაოცრად ბუნებრივია იასამნისფერი ხე თუ სტაფილოსფერი ცხენი და აზრად არ მოგვდის რომ ეს არარეალური ფერის საგნები შეიძლება არც კი არსებობდეს ბუნებაში.
მიუხედავად ფერთა თამამი შეხამებისა, პალიტრის კონტრასტულობა, მისი ჰარმონიული შეხამება და ემოციური ფონი არის ის მთავარი მახასიათებლები რაც . კალანდაძის შემოქმედებას საერთო ჯამში საკმაოდ სასიამოვნოდ აღსაქმელს ხდის და მხატვრის განუმეორებელ ხელწერაზე მიანიშნებს.

ვახო ბუღაძე




ბაია გალერეა-6-15 ივნისი/მასალა-მუყაო, კარდონი, ფურცელი

გამოფენაზე უმეტესად გრაფიკული ნამუშევრები იყო ნაჩვენები, ძირითადად შავ-თეთრი, სახელწოდებითსხეული” , რაც შემთხვევითი სულაც არაა...წარმოდგენილი შიშველი უსახო სხეულები, დაშლილი სხეული რაკურსში..ფასში. აქ მთავარი სხეულის ისტორიაა და განწყობა, რომელიც ამ სხეულით გადმოიცემა.

სათნოების სახლი სხეულები საოცარ სასოწარკვეთას და უიმედობას ასხივებენ. სერია (ხუთზე მეტი ნახატით) სადაც ყველგან ორი ადამიანის ფიგურაა გვერდიგვერდ.
ფონი ძრითადად შეუფერადებლადაა დატოვებული ( რა მასალაც გამოყენბულიაბექგრაუნდადაც ისაა დატოვებული- წარწერიანი ქაღალდი, ოდესღაც თეთრი, სიძველისგან გაყვითლებული ფურცელი, ხორცის გასახვევი მოყავისფრო უხეში თხელი კარდონი), ზოგან კი შავად არის ჩამუქებული , რაც ძირითადად სახის გამუქებულ, “წაშლილოვალს ეხმაურება.
პიეტა” “უსათაურო” “სხეული”... “სათნოების სახლიძირითადად ამ თემებით არის შემოფარგლული. თუმცა მეტყველი ყველგან სხეულია, ორსული ქალის, ტუმბოზე მჯდარი მკლავებში თავჩარგული მოდელის , ფართოდ ხელებგაშლილი თუ უბრალოდ თავის თავში ჩაფლული სხეული. სხეულის ფორმების კონკრეტიკას აქ ვერ ვხედავთ , თუმცა ყოველი სხეული მაინც საოცრად კონკრეტულია თავისი ხასიათით და შეგრძნების ინდივიდუალობით.
აქ ნერვიული სხეული უწესრიგო მკვეთრი ხაზებით ხაზგასმული, შეფარულად მშვიდი- ნახშირით ( გრაფიტით?) ალაგ-ალაგ ამოშავებული მკვეთრი გამოთეთრებებით თუ უბრალოდ აკვარელის ლაქებით ამოყვანილი სხეული ერთი ინდივიდუალური ხელწერის მატარებელია.

ოტო დიქსის ომგამოვლილი შთაბეჭდილებანი







 ქარვასლაში 2008 წლის 27 მაისს (დღემდე გრძელდება ) გაიმართა ცნობილი გერმანელი მხატვრის ოტო დიქსის გამოფენა(ორგანიზატორები-საქართველოს ეროვნული მუზეუმი-თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი(იფა)). წარმოდგენილი იყო 1920-1924 წლებში შესრულებული კრიტიკული გრაფიკა და ოფორტების ციკლიომი” (1924) საგამოფენო სივრცე ასამდე მცირე ზომის გრაფიკულ ნამუშევარს ეკავა, რომელთაგან უმეტესობა ომის თემაზე შექმნილ საშინელებებს გადმოსცემდა, ნაწილი პორტრეტებს, ნაწილი კი ომის პერიოდის საზარელ ყოველდღიურ ყოფას ასახავდა ომს გარეთ. შავ_თეთრ ნამუშევრებში ერია ასევე ფერში შესრულებული ნახატები.
მხატვრის თემატიკა ერთგვარად განპირობებული იყო მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ოტტო დიქსი პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანულ არმიაში მოხალისედ იყო და მეტყვიათმფრქვევედ მსახურობდა. ” ომის დროს გადატანილმა საშინელებებმა მასზე ისეთი ზემოქმედება მოახდინა, რომ ეს მოგონებები დიქსს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა და მის შემოქმედებაშიც მნიშვნელოვნად აისახა. 1915-დან 1918 წლამდე ფრონტის სხვადასხვა წერტილებში (საფრანგეთში, ბელგიაში და რუსეთში) დიქსმა 600-ზე მეტი ნახატი შექმნა. სწორედ ბრძოლის ველზეჩაწერილი პროტოკოლებიდა მხატვრის პირადი მოგონებები დაედო საფუძვლად 1924 წელს კარლ ნიდერჰოფთან ბერლინში გამოცემულ ოფორტების გრანდიოზულ ციკლს”-ვკითხულობთ ოტო დიქსის ბიოგრაფიულ ჩანაწერებში.
მას რადიკალურად რეალისტურ მხატვარტა ჯგუფს მიაკუთვნებენ. ნათლად გამოკვეთილი ავანგარდისტი იყო, რომელიც 1920-იან წლებში დაკავშირებული იყო დადაიზმთან და ექსპრესიონიზმთან. გეორგ გროსთან ერთად ითვლება მიმდინარეობა “Nეუე შაცჰლიცჰკეიტ” - ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად.
დიქსი თვლიდა რომ მხატვარმა რეალობა უნდა ასახხოს, და ასახოს შეულამაზებლად, ობიექტურად. თუმცა თავისი ნამუშევრებით ერთგვარად მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი. გამძაფრებულად უარყოფითი ემოციებით დატვირთული- ალაბთ შელამაზების ბრალდების შიშით განპირობებული,
ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავადა , რა თქმა უნდა ალბათ მეტწილად ომის ბრალიც იყო. მაგრამ ობიექტურად გადმოცემის მცდელობამ აშკარად კრახი განიცადა, დიქსის მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერისა და სუბიექტური ხედვისა წყალობით.

ბუღაძე გია


 ბაია გალერეა
თბილისი დღისით და ღამით

თუმც ეს არ არის თბილისი დღისით და ღამით მხოლოდ, ეს არის თბილისი თეთრი საფარველის ქვეშ, თბილისი გაზაფხულის მზით გამთბარი, შემოდგომასავით სევდიანი თბილისი , და თბილისი ზაფხულივით ფერადოვანი. დიდი ზომის ტილოებზე ასახული ძველი და ახალი თბილისი.

წარმოდგენილი ნამუშევრები გარკვეული დროის შუალედით არიან დაცილებული და საერთო ხაზში ცვლილებაც საკმაოდ შესამჩნევია.
ძველ და ახალ ნამუშევრებს შორის კონტრასტია არა მარტო ფერადოვანი გადაწყვეტის თვალსაზრისითაც, განსხვავებულია ხედვა და შესრულების ტექნიკა. ზოგი მსუბუქი, უხეში მონასმებით დაწერილი, ზოგი სკრუპულოზული, გულდასმით გამოყვანილი ფორმებით. განსაკუთრებით ნიშნეული ძველი თბილისური სახლებია, რაღაცით რომ დასავლურ ციხესიმაგრეებს მოგვაგონებს.
დღის ძველი თბილისი საკმაოდ თავისებური და ფერადოვანია, ის არ გავს აქამდე დაწერილი ძველი თბილისის ტრადიციულ ხედებს.განსხვავებული ხედვის კუთხით და ქალაქის არაღმოსავლური აღქმით გამოირჩევა. დრეკადი ფორმების მიუხედავად რომელიც ძველთბილისური მოძველებული სახლების თანმხლები მოვლენაა, მათი გამოსახულება საერთო ჯამში მყარი, მასიური და დამჯდარია. განსხვავებულია ახალი თბილისის ხედები(უფრო ადრეული ნამუშევრები) , ჩამუქებული ფორმები და ბუნდოვანი გარემო( გარკვეულად მისტიურიც), თუმცა ცნობილი ორიენტირები მასში (და პეიზაჟის ხასიათიც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს), ახლობელს და ამოსაცნობს ხდის მშობლიურ ქალაქს.

წარმოდგენილი იყო მცირე ზომის ათეულზე მეტი გრაფიკული ნამუშევარიც

დავით ალექსიძე და “ყვითელი პრესა”


 აკადემიის გალერეა შარდენზე 9-18 ივნისი

სამხატვრო აკადემიის გალერეამ შარდენზე 9-18 ივნისს წარმოადგინა გამოფენა სახელწოდებითყვითელი პრესა” . თუმცა სახელწოდება პრესასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა, ალბათ ყველაფერი ყვითელმა ფერმა და აბსურდულობამ განაპირობა.
არაფერი შემთხვევით არ არის, თუმცა არც მიზანმიმართული. უბრალოდ ყველაფერი კარგად მისადაგებული და ლოგიკურად გამომდინარებულია წინა ნამუშევრებიდანგანაცხადა ნამუშევრების ავტორმა დავით ალექსიძემ. ყვითელი ფერის უპირატესობა კი იმან განაპირობა რომმას ტექნიკური საშუალებები და გარკვეული გრადაციის შესაძლებლობები ჰქონდა

ყურადღების ამგვარი გამახვილება ყვითელ ფერზე, ნახატების ხასიათმა გამოიწვია; წარმოდგენილი ათიოდე ( ან ცოტა მეტი) დიდი ზომის ნამუშევრიდან თითქმის ყველა თვალშისაცემად ყვითელ ფონზე იყო გამოსახული, მეტიც, თითქოს ფონი იყო მთავარი ხოლო ფონზე კონტურით გამოყვანილი ფორმა ფონიდან ამოსული მაინც ვერ ელეოდა მას. მინიმალისტური ხერხებით გადმოცემულ , ნაივურ და აბსურდულ (ამგვარად დაახასიათა თავად ავტორმა თავისი ნამუშევრები) ნახატებს, რომლებსაც ექსპერიმენტული ხასიათი ჰქონდა საოცრად გულუბრყვილო და მომხიბვლელ (თითქოს საბავშვო წიგნიდან გადმოსულ) სამყაროში შევყავართ. რასაც სათაურებიც უბამს მხარს: “ზოლიანი წიწაკების გამყიდველი”, “ოქროს თევზი სინჯი #585”, “შეყვარებული ბურატინო”, “სუპერმენი პენსიაზედა სხვა.
კონტურული აბრისი ძირითადი ფორმის გარშემო (რომელსაც ყვითელ ფონზე ყვითელი სხეული ქმნიდა) შავი და საოცრად რბილი,სხეულის მოცულობის გადმოცემის ერთადერთი ხერხია აქ. განსაკუთრებული გამომსახველობით კი თვალები გამორჩევა, რომელიც თითქოს სათაურებს ეხმიანება და ერთი შეხედვით ბავშური გულუბრყვილობის მიღმა დაშრევებულ სიღრმეს ანახებდა. “ბავშვის გამტაცებლისთვალები ძალიან განსხვავდებაპენსიაზე გასული სუპერმენის” , “წიწაკების გამყიდველისსამიზნიან-ცელიანიმიქელ გაბრიელისთუშეყვარებული ბურატინოსთვალთაგან. თითოეულის მზერა განსაკუთრებულად სპეციფიურია და ინდივიდუალური თუმცა ტექნიკური